"მოთხოვნა საკმაოდ მაღალია" - რა ღირს ევრო 2024-ის თამაშებზე დასასწრები ტურები
ევრო 2024-ის ციებ-ცხელება გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ისტორიულ მატჩამდე საქართველოს რამდენიმე დღე აშორებს. გულშემატკივრების ნაწილი ნაკრებს გერმანიაში უგულშემატკივრებს, რომელთათვის ტურისტულმა კომპანიებმა სპეციალური პაკეტები შეადგინეს.

რა ჯდება ტური გერმანიაში, საქართველოს მხარდასაჭერ მატჩზე დასასწრებად?

როგორც „ვოიაჟერ 365“-ში განგვიცხადეს, ჩემპიონატისთვის ტურებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.

„ევროპის ჩემპიონატის ტურებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. 3 000 ლარიდან იწყება ტურის ფასები და მისი ცვლილება დამოკიდებულია ამა თუ იმ კატეგორიების ცვლილებაზე“ - აცხადებენ კომპანიაში.

მაღალ მოთხოვნაზე საუბრობენ turebi.ge-შიც, სადაც საქართველო- პორტუგალიის თამაშზე დასწრება (26 ივნისი) 3940 ლარად შეგეძლებათ.

რაც შეეხება Ok travel-ს, სრულყოფილ ტურ-პაკეტს თურქეთი- საქართველოს მატჩზე 5240 ლარად შეიძენთ. ამავე ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის თქმით, საქართველო-ჩეხეთის თამაშზე დასწრება 3 470 ლარიდან იქნება შესაძლებელი.

აღნიშნული ფასები მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში განთავსებას, მატჩზე დასაწრებ ბილეთს და ხელბარგს.

სპეციალურად საქართველოს თამაშებისთვის გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატზე დასასწრებად კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ჩარტერული რეისები დანიშნა, რომლის ბილეთის ფასიც 295 ევროდან დაიწყება.

ასევე, 24 მაისიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთების გაყიდვა დაიწყო. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1 გზის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.


საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი კი ასეთია:


18 ივნისი, დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი“ - საქართველო – ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია


წყარო: ბიზნესპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.