“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია" - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო
გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული
ფედერაცია ავრცელებს.
გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული,
მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი.
“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ
მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის
ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში
მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი
ვერცხლია”, - აღნიშნავს ფედერაცია "ფეისბუქზე".