სახელმწიფო საგარეო ვალი 8,757 მლრდ დოლარამდე გაიზარდა - ვისი ვალი აქვს ქვეყანას
2024 წლის იანვრის მდგომარეობით
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,757 მლრდ დოლარს,
დღევანდელი კურსით 22,493 მლრდ ლარს
გადააჭარბა. ეს კი 320,357 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ
პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
მიხედვით, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8,436
მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22,281 მლრდ ლარი იყო.
ამასთან, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს
ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB),
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი
(IBRD).
მსხვილი კრედიტორები:
აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,239 მლრდ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,124 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
(IBRD) – 1,506 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 579,9
მლნ დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 229 მლნ
დოლარი.
წყარო: BPN