ბაკურიანში მსოფლიო თასი დუალ მოგულის დისციპლინაში დასრულდა
მსოფლიო თასი დუალ მოგულის
დისციპლინაში, რომელიც ბაკურიანში 22 და 23 დეკემბერს იმართებოდა
დასრულდა.
მსოფლიო თასის გამარჯვებულები მოგულის დისციპლინაში ქალ სპორტსმენებს
შორის ავსტრალიელი, ენტონი ჯაკარა გახდა, ხოლო მამაკაცთა
კვალიფიკაციაში იაპონელმა ჰორიშიმა იკუმამ მოიპოვა გამარჯვება.
რაც შეეხება დუალ მოგულის დისციპლინაში გამარჯვებულებს, აქაც პირველი
ადგილი ქალ სპორტსმენებს შორის ავსტრალიელმა, ენტონი ჯაკარამ მოიპოვა.
მამაკაცთა კვალიფიკაციაში მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის
დისციპლინაში კანადელი მიქაელ კინგსბერი გახდა.
ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპი 17 ქვეყნის პირდაპირ ეთერში
გადაიცემოდა.