ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩემპიონატის გამარჯვებული ბარბარე შონია გახდა
15-22 ნოემბერს, თბილისში ნონა
გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა საქართველოს
ჩემპიონატი.
ტურნირი ჩატარდა 2000, 1600 და
1200-მდე რეიტინგ კატეგორიებში. ჩემპიონატი მიმდინარეობდა შვეიცარული
სისტემით 9 ტურად. 1200-მდე რეიტინგ კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა
76 სხვადასხვა ასაკის გოგონა და ბიჭი. გოგონებში პირველი ადგილის
მფლობელი 6,5 ქულით ბორჯომელი მოჭადრაკე ბარბარე შონია გახდა.