ბორჯომელი მოჭადრაკე დების, ბარბარე და ელენე შონიების მორიგი წარმატება
ბორჯომელი მოჭადრაკე დების, ბარბარე
და ელენე შონიებს მორიგი წარმატება.
1-8 ნოემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა პირველი ქართველი
დიდოსტატის, ბუხუტი გურგენიძის თასის გათამაშება. სადაც ბორჯომელმა
დებმა, ბარბარე და ელენე შონიებმა წარმატებით იასპარეზეს.
ასპარეზობა 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 8;10; 12 წწ. გაიმართა.
8–წლამდე გოგონათა შორის წარმატებით იასპარეზა ელენე შონიამ, რომელმაც
7–დან 5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
10-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, ბარბარე შონიამ 7–დან 5 ქულით
გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
გააზიარეთ :