ბორჯომში უბნებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატი დასრულდა
ბორჯომში, უბნებს შორის,
ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ფინალში ერთმანეთს ბორჯომის ე.წ ახალშენის და ჩარხისწყალის გუნდები
დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ახალშენის გუნდის გამარჯვებით
დასრულდა.
ჩემპიონატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
ჩემპიონატში 10 გუნდი მონაწილეობდა, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს,
ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან, სიგელები, მედლები, თასი და ფულადი
ჯილდო გადაეცათ:
პირველი ადგილი - ბორჯომის ახალშენის გუნდს 900 ლარი
გადაეცა;
მეორე ადგილი - ბორჯომის ჩარხისწყალის გუნდს 600 ლარი გადაეცა;
მესამე ადგილი -სოფელი ყვიბისის გუნდს 300 ლარი გადაეცა;
ფინალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სხვადასხვა სპორტული აქტივობის დაგეგმვას მომავალშიც ინტენსიურად
გააგრძელებს.
გააზიარეთ :