ბორჯომელმა მოჭადრაკეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს
ახალციხეში, საჭადრაკო ფესტივალი
"ახალციხე 2023" გაიმართა. ჭადრაკში შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში
მიმდინარეობდა.
ჩემპიონატში ბორჯომიდან 4 მოსწავლე
ასპარეზობდა: თეა რუსიტაშვილი, ბარბარე და ელენე შონიები და გიორგი
მესხი. ოთხივე მათგანი საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა.
პირველი ადგილი -
თეა რუსიტაშვილმა დაიკავა;
ასევე, პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი მესხი;
მეორე ადგილზე გავიდა ბარბარე შონია;
ხოლო, ელენე შონიამ ქულათა რაოდენობის მიხედვით, მეხუთე ადგილი
დაიკავა.
ტურნირი ჭადრაკში ჩატარდა 8-10-12 წლის გოგონებსა და ჭაბუკებს
შორის.
საჭადრაკო ფესტივალი "ახალციხე 2023", ახალციხის მუნიციპალიტეტის
მერიის, სპორტული გაერთიანების, საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის
საჭადრაკო ფედერაციების ორგანიზებით გაიმართა.