ახალდაბაში ქართულ ჭიდაობაში ოლეგ ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა
ბორჯომის სასპორტო სკოლის
ორგანიზებით, დაბა ახალდაბაში საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში ოლეგ
ლომიძის სახელობის ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში 10 ქალაქის - ბორჯომის, ქარელის, კასპის, გორის, ხაშურის,
ახმეტას, ლენტეხის, ქუთაისის, ბათუმისა და მარნეულის 160-მდე
სპორტსმენი მონაწილეობდა.
გამარჯვებულები 7 წონით კატეგორიაში (45კგ, 50კგ, 55კგ, 60კგ, 66კგ,
70კგ, 73+) თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეს 300
ლარი, მეორე ადგილზე გასულს - 200 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულს
100 ლარი გადაეცა.
გააზიარეთ :