ბაკურიანელმა სპორტსმენებმა შვედეთში სკი კროსში გამართულ შეჯიბრზე ქულები გაიუმჯობესეს
საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
ინფორმაციით, სკი კროსის ნაკრების წევრებმა, შვედეთის კურორტ იდრე
ფოლში FIS-ის ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებზე მნიშვნელოვნად
გაიუმჯობესეს ქულები.
შეჯიბრში იასპარეზეს ბაკურიანელმა
სპორტსმენებმა: დავით თედიაშვილმა, ბექა ბერძენიშვილმა და ლაშა
კურტანიძემ.
გამარჯვებულებს შორის ადგილები ასე გადანაწილდა:
შვედეთის პირველი შეჯიბრება:
III - დავით თედიაშვილი
IX - ბექა ბერძენიშვილი
XVII - ლაშა კურტანიძე
მეორე შეჯიბრება:
V - დავით თედიაშვილი
XIII - ბექა ბერძენიშვილი
XIII - ლაშა კურტანიძე
შეგახსენებთ, დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი და ლაშა კურტანიძე,
მიმდინარე წელს, ბაკურიანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატშიც
ასპარეზობდნენ საქართველოს სახელით.