ლუკა კილაძე და ანასტასია კირთაძე ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
პირველად, 21 წლის შემდეგ!!!
ლუკა კილაძე - მსოფლიო ჩემპიონია!!!
ლუკამ, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე საჭადრაკოთა შორის,
მოიპოვა ტიტული.
მან 9-იდან 7 ქულით გაიმარჯვა. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე
ასაკის მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ ჭაბუკთა შორის, 2002 წლის შემდეგ ქართველი
მოჭადრაკე პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის
გამარჯვებული.
ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები: საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა
და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა!
მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატს კიდევ ერთი ქართველი ჩემპიონი ჰყავს.
ტიტული ანასტასია კირთაძემ მოიპოვა.
ანასტასიამ, 9-იდან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს
სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ქართველი მოზარდის მწვრთნელი - საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე
გახლავთ!
აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი
მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის
გამარჯვებული!