ბაკურიანელმა და-ძმა გობოზოვებმა, მსოფლიო ჩემპიონატზე, ტრამპლინიდან ხტომაში საუკეთესო შედეგით იასპარეზეს
ბაკურიანელმა სპორტსმენებმა ესმერალდა და ალან გობოზოვებმა, სლოვენიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი მოიპოვეს. და-ძმამ ტრამპლინიდან ხტომაში იასპარეზა. 19 წლის ესმერალდა 90 მ-იან ტრამპლინზე დაეშვა და საქართველოს რეკორდი დაამყარა ქალთა შორის. 


18 წლის ალან გობოზოვმა მაღალი რანგის შეჯიბრზე პირველად იასპარეზა. მან საკუთარი შედეგი 120 მეტრიან ტრამპლინზე გააუმჯობესა. მამაკაცებს შორის, ეს იყო მისი საუკეთესო შედეგი. 


სპორტსმენების მამა და მწვრთნელი იბრაგიმ გობოზოვი ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ესმერალდამ და ალანმა ეს შედეგი იმ პირობებში დადეს, რასაც ჰქვია სავარჯიშო ცენტრის და შესაბამისი მოთხოვნების ტრამპლინის არქონა. მისივე თქმით, და-ძმა გობოზოვები არაერთ შეჯიბრში ასპარეზობენ საქართველოს სახელით. 


"ვიყავით სლოვენიაში, სადაც ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი. მანამდე, ფრისტაილში ტარდებოდა ბაკურიანში.  სამთო-სათხილამურო სპორტში კი საფრანგეთში. რაც შეეხება სლოვენიას. აქ ჩატარდა ტრამპლინიდან ხტომაში, ორჭიდში და სირბილში. ეს სახეობები შედის სლოვენიის თხილამურების ფედერაციაში. ჩვენ ვიასპარეზეთ ტრამპლინიდან ხტომაში. პირველად საქართველოს ისტორიაში, ქალებს შორის მონაწილეობა მიიღო ჩვენმა სპორტსმენმა.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტრამპლინი და სავარჯიშო ცენტრი არ გვაქვს, საკმაოდ წარმატებულად ვიასპარეზეთ და ესმერალდა გობოზოვამ რომელიც არის 19 წლის, ამ შეჯიბრზე აჩვენა საუკეთესო შედეგი, 90 მეტრიან ტრამპლინზე და საქართველოს რეკორდი დაამყარა ქალთა შორის.  რეკორდი არის - 66,5 მეტრის.

ასევე,  მამაკაცებს შორის იასპარეზა ალან გობოზოვმა, რომელიც არის 18 წლის. ის პირველად იღებდა მონაწილეობას ყველაზე დიდი რანგის შეჯიბრზე. მანაც გააუმჯობესა თავისი შედეგი. 120 მეტრიან ტრამპლინზე იფრინა 92 მეტრი, რაც იყო მისი საუკეთესო შედეგი. შეჯიბრის მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს თანამედროვე სავარჯიშო ტრამპლინი"
- ამბობს იბრაგიმ გობოზოვი.


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.