ბორჯომელმა მოჭადრაკემ ელენე შონიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
3-4 აპრილს თბილისის ჭადრაკის
სასახლეში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში 8,12 და 16
წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
8 წლამდე გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა საჭადრაკო სკოლა
,,ლაზიერის გამბიტის" სკოლის მოსწავლემ ელენე შონიამ და მესამე ადგილი
დაიკავა.
ამ წარმატებით ელენემ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც
6-12 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართება.
ელენეს, როგორც საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორს 8 წლამდე გოგონათა
შორის, მსოფლიოს ჩემპიონატის სატურნირო და სარეგისტრაციო შენატანი
დაუფინანსდება.