მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა
UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა.


დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.



„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გავაკეთე. ძალიან ამაყი ვარ. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს გულშემატკივრებს. ქართველებს, რომლებიც დარბაზში იყვნენ და აბსოლუტურად ყველას, ვინც მხარს მიჭერდა. ვიცი, რომ დღეს ბევრი უკრაინელი გულშემატკივარიც მყავდა. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება მშვიდობას. პიოტრ იანი ამბობდა, რომ მე ნული ვარ. ვინ არის ახლა ნული?!“ - თქვა მერაბ დვალიშვილმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.



დვალიშვილისა და იანის დაპირისპირება ლას ვეგასში გამართული UFC Fight Night-ის მთავარი ბრძოლა იყო. მერაბი ამ შეხვედრამდე UFC-ის სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იყო. ხოლო მისი მეტოქე - მეორეზე. ქართველმა მებრძოლმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა. ახლა მის ანგარიშზე თექვსმეტი მოგება და ოთხი წაგებაა და გამორიცხული არაა, შემდეგი ბრძოლა უკვე სატიტულო იყოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.