ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა
ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, ნონა
გაფრინდაშვილმა, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.
„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის
ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის
გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში"
ინფორმაციას, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს