ვინ არიან ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელები
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური
"ნაპოლის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი კიდევ
გაიზარდა.
Transfermarkt-ის თანახმად, ამჟამად ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის
ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. აქამდე კვარაცხელია Transfermarkt-ზე
35 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, მაისში კი მისი სატრანსფერო ფასი 15
მილიონ ევროს შეადგენდა.
როგორია სხვა ქართველი ფეხბურთელების ღირებულება? გთავაზობთ 10
ყველაზე ძვირადღირებულ ქართველი ფეხბურთელის ჩამონათვალს:
ხვიჩა კავარაცხელია (ნაპოლი, იტალია) - 60 მლნ დოლარი;
გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი) – 25 მლნ დოლარი;
საბა ლობჟანიძე (ჰათისპორი, თურქეთი) – 3.3 მლნ დოლარი;
გიორგი ქვილითაია (აპოელ ნიქოზია, კვიპროსი) – 2 მლნ დოლარი;
ოთარ კიტეიშვილი (შტურმ გრაცი, ავსტრია) – 2 მლნ დოლარი;
გიორგი ჩაკვეტაძე (სლოვან ბრატისლავა, სლოვაკეთი) – 2 მლნ დოლარი;
ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი) – 2 მლნ დოლარი;
ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია) – 1.5 მლნ დოლარი;
სოლომონ კვირკველია (ნეფჩი ბაქო, აზერბაიჯანი) – 1 მლნ დოლარი;
გიორგი ბერიძე (ანკარაგუჩუ, თურქეთი) – 1 მლნ დოლარი.
წყარო:bpn.ge
გააზიარეთ :