ბორჯომელი სპორტსმენების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა
ნაკრების წევრებმა, გიორგი ტალახაძემ და ვალერი ჯიქურიშვილმა, ბათუმში
გამართულ ევროპის ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.
ჩემპიონატში ექვსი ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები ასპარეზობდნენ.
როგორც გიორგი ტალახაძე ტელეკომპანია ,,ბორჯომთან’’ საუბრისას ამბობს,
მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის დავალებები შეასრულეს, რაც
გულისხმობდა სხვადასხვა სიმძიმის ნივთების გადატანას ერთი ადგილიდან
მეორემდე.
ბორჯომელმა ვალერი ჯიქურიშვილმა 90 წონით კატეგორიაში იასპარეზა და
მესამე ადგილი დაიკავა.
გიორგი ტალახაძემ კი ,,სთრონგ მენების’’ შჯიბრში მიიღო მონაწილეობა და
მეორე ადგილი დაიკავა.
მისივე თქმით, მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, სამჭიდში საქართველოს
ჩემპიონატისთვის დაიწყებენ მზადებას. ბორჯომელი სპორტსმენები
შეეცდებიან მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვონ.