საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები
დევისის თასის მესამე ჯგუფში, სომხეთისა და ლიხტენშტაინის ნაკრებების
ძლევის შემდეგ, მესამე ტურში კვიპროსს დაუპირისპირდა, მასთანაც
ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა
და ქვეჯგუფში პირველი ადგილი
დაიკავა.
ინდივიდუალურ შეხვედრებში კორტზე საბა ფურცელაძე და ალექსანდრე
მეტრეველი გავიდნენ. ფურცელაძემ მეტოქე ანგარიშით 3:6 6:2 7:6
დაამარცხა, მეტრეველმა - 4:6 6:4 7:6. სამსეტიანი თამაში მოიგო
ალექსანდრე ბაკშისა და ზურა ტყემალაძის წყვილმაც - 6:1 6:7 6:4.
საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრება ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე ჩაატარა.
ნაკრებმა საკმაოდ ადვილად შეძლო ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავება
და მეორე ჯგუფის პლეი ოფის საგზურის ვადაზე ადრე მიღება.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :