ბორჯომელმა მოჭადრაკემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბორჯომელმა მოჭადრაკემ, ბარბარე
შონიამ, ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
9 წლამდე გოგონებში შესანიშნავი
დებიუტი ქონდა ყველაზე პატარა ქართველ, მონაწილე გოგონას, ბარბარე
შონიას. პატარა მოჭადრაკემ , 9-დან 6 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს
მედალი დაისკაუთრა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე ქართულმა დელეგაციამ მესამე გუნდური
ადგილი დაიკავა! პირველ ადგილზე თურქეთის, ხოლო მეორეზე ინგლისის
ნაკრები გავიდა.
ევროპის სასკოლო ჩემპიონატმა სტარტი
20 აპრილს, საბერძნეთში აიღო და 6 ასაკობრივ
კატეგორიაში:07;09;11;13;15;17 წლამდე, 12 ტურნირად გაიმართა, ხოლო
ქართველი მოზარდები მხოლოდ 3 ასაკობრივ კატეგორიაში: 09;11;13 წლამდე
მონაწილეობდნენ და ამით ერთგვარად საკმაოდ დიდი უპირატესობა მისცეს
მეტოქეებს.
ქართველი მოჭადრაკეებისთვის უფრო რთული იყო თამაში, ევროპელ
თანატოლებთან შედარებით რომელთაც უფრო ადრე დაიწყეს "ცოცხალ" რეჟიმში
ასპარეზობა.
აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველი სპორტსმენი დასკვნით ტურამდე
იბრძოდა საპრიზო სამეულისთვის და ყველა მათგანი საუკეთესო ათეულში
განთავსდა.
გააზიარეთ :