ქართველმა ძიუდოისტებმა გრანდ სლემზე ოქროს მედლები მოიპოვეს
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე
ქართველმა ძიუდოისტებმა გურამ თუშიშვილმა და ილია სულამანიძემ ოქროს
მედლები მოიპოვეს.
თუშიშვილმა ფინალში ბრაზილიელი რაფაელ სილვა 3 გაფრთხილებით
დაამარცხა. ილია სულამანიძემ კი ნიდერლანდელ მიხაელ კორელზე
გამარჯვება სუფთა გდებით მოიპოვა.
დღემდე თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ანგარიშზე მხოლოდ ერთი
ვერცხლის მედალი იყო, რომელიც ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა.