ქართველმა სამთო-მოთხილამურემ პეკინის ოლიმპიადაზე 32-ე ადგილი დაიკავა
ქართველმა სამთო-მოთხილამურემ სოსო
ჯაფარიძემ, პეკინის ზამთრის მე-XXIV-ე ოლიმპიადაზე სლალომის
შეჯიბრებაში იასპარეზა და 32-ე ადგილი დაიკავა.
25 წლის სპორტსმენმა პირველი დაშვებისას დისტანცია 1:02.02 წუთში
დაფარა, რაც 41-ე შედეგი აღმოჩნდა. მეორე ცდა გაცილებით წარმატებულად
გამოიყენა - 55.87 წამი და 30-ე პოზიცია. საერთო მაჩვენებლით
(1:57.89) კი 32-ე ადგილი დაიკავა.
“ვფიქრობ მეორე ცდა კარგად ვიარე, 9 მონაწილეს გადავუსწარი, თუმცა
ცოტა მაინც დამაკლდა 30-ეულამდე. მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც
დადებითად შევაფასებ ჩემს გამოსვლას”
პეკინი-2022-ზე სოსო ჯაფარიძემ სამი დღის წინ გიგანტურ სლალომშიც
მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო.
სამთო თხილამურებში, მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით ნინო
წიკლაურიც გამოვიდა. 28 წლის სპორტსმენმა გიგანტურ სლალომში 34-ე
ადგილი დაიკავა, ხოლო სლალომში - 42-ე.