ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა
ქართველმა ძიუდოისტმა - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის
ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა, ოქროს მედლების მდიდარ კოლექციას
პარიზის გრან სლემის ოქრო შემატა.
ორდღიანი უპრესტიჟულესი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, 73
კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე შავდათუაშვილმა ფინალის გზაზე
სამი შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელი სოიჩი ჰაშიმოტო
დაამარცხა.
გუშინ ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე ფინალურ
ბლოკში გავიდა. 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს კარამატ
ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში
ვაჟა მარგველაშვილმა ფრანგი დაიკ ბუბა იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს
მედალს დაეუფლა.