ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საბა ქუმარიტაშვილი იასპარეზებს
5 თებერვალს, ჩინეთში ზამთრის XXIV
ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს საბა ქუმარიტაშვილი
15.10 -18:00 (საქართველოს
დრო)
19:10–22:00( ჩინეთის დრო)
ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის
მედროშეები მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის
ყვითელაშვილი იყვნენ.
2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტი
სპორტსმენები:
1. მორის ყვითელაშვილი - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი
(კაცები).
2. ანასტასია გუბანოვა - ფიგურული ციგურაობა, ერთეულთა სრიალი
(ქალები).
3. მარია კაზაკოვა/გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობა, ყინულზე ცეკვა
(შერეული წყვილები).
4. კარინა საფინა/ლუკა ბერულავა - ფიგურული ციგურაობა, სპორტული
სრიალი (შერეული წყვილები).
5. ნინო წიკლაური - სამთო თხილამურობა.
6. სოსო ჯაფარიძე - სამთო თხილამურობა.
7. საბა ქუმარიტაშვილი - ციგაობა.
პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველი არხი
გააზიარეთ :