ლაშა ტალახაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
საქართველოს ნაკრების ძალოსანმა ლაშა
ტალახაძემ ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი
მოიპოვა
და ახალი მსოფლიო რეკორდი
დაამყარა.
ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია, რითიც
საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე მის მიერ დამყარებული რეკორდი
223 კგ იყო.
აღნიშნული შეჯიბრება მალე აკვრაში გაგრძელდება. ქართველი
ძალოსნების ანგარიშზე შოთა მიშველაძის (61 კგ) ვერცხლისა და რევაზ
დავითიძის (89 კგ) ბრინჯაოს მედალია.