ჰოკეის ჩემპიონატი ბელარუსში აღარ გაიმართება
ყინულის ჰოკეის საერთაშორისო
ფედერაცია (IIHF) აცხადებს, რომ 2021 წელს ჰოკეის ჩემპიონატი
ბელარუსის დედაქალაქში აღარ გაიმართება და ჩემპიონატს მინსკიდან
სხვაგან გადაიტანს,
"IIHF-ის საბჭომ დაადგინა, რომ ამჟამად შეუძლებელია გუნდების,
მაყურებლის და ოფიციალური პირების კეთილდღეობის უზრუნველყოფა
ბელარუსში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას" - ამბობს ფედერაცია 18
იანვრის განცხადებაში.
მანამდე მინსკში თამაშების გაუქმება ჩემპიონატის ორმა მსხვილმა
სპონსორმა Skoda-მ და Nivea-მ მოითხოვა.