ბორჯომელმა მოჭადრაკემ ბარბარე შონიამ სასკოლო ამხანაგურ ჩემპიონატზე
მეორე ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ონლაინ ჩატარდა.
მონაწილეობდნენ 4 ქვეყნის: საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და
უკრაინის წარმომადგენლები. სხვადასხვა კატეგორიის სულ 91
მონაწილე.
ბარბარე შონიამ საკუთარ კატეგორიაში, 7 წლამდე ასაკის მოთამაშეებში
მეორე ადგილი მოიპოვა. 7 წლის მოჭადრაკე
საქართველოს
ჩემპიონია.
2020 წლის გაზაფხულიდან, მას შემდეგ რაც პანდემია დაიწყო
სახლში აგრძელებს
მეცადინეობას და ყველა ტურნირში ონლაინ იღებს
მონაწილეობას.
ამავე თემაზე ნახეთ:
ბარბარე შონია ბორჯომის მერმა დააჯილდოვა
(R)
ქიში და შამათი ბორჯომის საჭადრაკო
დაფაზე