თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამო" დაამარცხა
"მიხეილ მესხი 2"-ს სტადიონზე
ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივმა"
მოსკოვის "დინამო" 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა,
მატჩის პირველ ტაიმში უპირატესობას მოსკოველები ფლობდნენ, პირველი
სახიფათო მომენტი სწორედ მათ შექმნეს, თუმცა შესვენებაზე ანგარიში 0:0
იყო.
მეორე ნახევარში პირველი გოლი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა 76-ე წუთზე
კი გავაშელიშვილმა 2-მდე გაზარდა.
მატჩის ბოლოს მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელებმა პენალტი მოიპოვეს,
რომლითაც ანგარიში შემცირდა 2:1.
მომდევნო ეტაპზე ,,ლოკომოტივის" მეტოქე ესპანური "გრანადა"
იქნება.