მარიამ მეტრეველი ბურთს 4 წლის
ასაკში დაუმეგობრდა. თოჯინებით თამაშს, უბნის ბიჭებთან ერთად
ბურთისთამაშს არჩევდა. მალევე მიხვდა, რომ
სპორტი და უფრო კონკრეტულად ფეხბურთი მისი მომავალია.
იმის გამო, რომ ბორჯომში გოგონების ფეხბურთის გუნდი არ იყო, ხაშურში
დადიოდა. წვიმაში, ქარში, მატარებლით, დილით ადრე და გვიან საღამოს.
არაფრის შეშინებია და უკან დახევაც არ უფიქრია. მიზნის მიღწევას ახლაც
შრომისმოყვარეობით და თავდაუზოგავი ვარჯიშით ცდილობს.
ფეხბირთელ გოგონას არჩევანს ზოგი უწუნებს, ზოგიც პირიქით ამხნევებს და
გვერდში უდგას. მარიამი კი თვლის, რომ უნდა აკეთო ის საქმე, რაც
ყველაზე მეტად გიყვარს.
საზოგადოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ სპორტი ქალის საქმე არ არის.
ჯერ ისევ სჭარბობს ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ
ქალებს უჭირთ გაუმკლავდნენ ფიზიკურ დატვირთვას. თუმცა მარიამის
მსგავსად ჩვენს გარშემო საბედნიეროდ ძალიან ბევრი ქალია ვინც არ
უშინდება წინააღმეგობებს, ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სტერეოტიპებს
და აკეთებს იმ საქმეს რაც ძალიან უყვარს. ეს მისი უფლებაა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.