ბორჯომში, წიგნის აქტიური მკითხველები დააჯილდოვეს (R)
18:37 / 05.02.2020
დღეს, 5 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღინიშნა ბორჯომის
ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ქალაქის და სოფლების ბიბლიოთეკებიდან
გამოავლინეს და დააჯილდოვეს აქტიური მკითხველები, ჯამში 30 ადამიანი.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში
აღნიშნავენ. საქართველო, ამ დღის აღნიშვნას 5 წლის წინ შეუერთდა.
ღონისძიება დღეს, ერთდროულად გაიმართა ბორჯომის ბიბლიოთეკებში.
მუნიციპალიტეტში სულ 23 ბიბლიოთეკაა, საბიბლიოთეკო ქსელის მასშტაბით
კი
345 000 წიგნია აღრიცხული, აქედან 30 000-მდე სახელმძღვანელო
ცენტრალურ ბიბლიოთეკაშია. წელიწადში რამდენჯერმე ხდება წიგნის ფონდის
განახლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.