რა სჭირდება ბორჯომის ცენტრალურ პარკს განვითარებისთვის?
18:52 / 14.08.2019
ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, ქალაქის სავიზიტო ბარათია,
მაგრამ პარკი უკვე დიდი ხანია ვეღარ აკმაყოფილებს, ვერც
ადგილობრივების და ვერც ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორების მოთხოვნებს.
მოძველებულია ატრაქციონები და ინფრასტრუქტურა, ერთადერთი რაც უცვლელი
და მიმზიდველია იქ არსებული ბუნებაა.
პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე ბორჯომის მერიამ წელს
კონკურსი გამოაცხადა,კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სამხარეო
ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივით
გამოცხადდა და მისი მიზანი პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების
შენარჩუნება და განვითარება იყო.კონკურსის წესით შეირჩა გამარჯვებული
კონცეფციის ავტორი ლევან ალიბეგაშვილი,რომელმაც საკუთარი ხედვა გააცნო
მერიასა და ადგილობრივებს.
კონკურსის ფარგლებში შემუშავებული კონცეფცია,მოიცავს:
● ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების გრძელვადიან
ხედვას;
● ისტორიულ-კულტურული ფუნქციის შენარჩუნება-განვითარებას;
● პარკის პერსპექტივაში გაფართოების ზონებს;
● სარეკრეაციო ფუნქციის განვითარებას;
● ფლორის მრავალფეროვნების შენარჩუნება-მოვლა-პატრონობას,
(დეკორატიული სივრცეები), საჭიროების შემთხვევაში ახალი სახეობების
დამატებას;
● ლანდშაფტური დიზაინის ხედვებს;
● პარკის ზონალური განვითარების ხედვას: სარეკრეაციო, დასასვენებელი,
გასართობი, ტექნიკური და სხვა;
● მწვანე პარკირების ზონას;
● პარკის ინფრასტრუქტურული მოწყობის ხედვას, ბილიკებს, ატრაქციებს,
გადაადგილების ტექნიკურ საშუალებებს;
დამატებით,რა სჭირდება ბორჯომის ცენტრალურ პარკს განვითარებისთვის,ამ
კითხვით, დღეს, ადგილობრივებს მივმართეთ,მათი ნაწილი აქცენტს
ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე აკეთებეს,ნაწილს მიაჩნია რომ პარკის
ტერიტორია დასასუფთავებელია,ნაწილს კი ექსტრემალური გართობა და ახალი
ატრაქციონები სურს.როგორია ადგილობრივებისა და დამსვენებლების თვალით
დანახული ცენტრალური ისტორიული პარკი, დეტალურად,ნახეთ,
გამოკითხვაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.