რამდენად შეესაბამება ბორჯომში არსებული სერვისი ფასებს?
00:00 / 29.07.2019
ბორჯომში, საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია.ტურიზმის საინფორმაციო
ცენტრის მონაცემებით ტურისტების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მათივე ინფორმაციით ,ყველაზე მეტი
ტურისტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან
ჩამოდის.
ბორჯომი, ტურისტული თვალსაზრისით განვითარდა და დამსვენებლებს როგორც
5 ვარსკვლავიანი, მაღალი დონის სასტუმროები, ასევე საოჯახო
სასტუმროები პერიფერიებშიც ემსახურებიან.5 ვარსკვლავიან სასტუმროებში
სტანდარტული ნომრის საფასური 560 ლარიდან იწყება,რაც შეეხება საოჯახო
სასტუმროებს აქ ერთი ღამის გათევა, კვების გარეშე, 30-40 ლარადაა
შესაძლებელი.ბორჯომში ჩამოსულ დამსვენებლებს,შეუძლიათ ბინა
ადგილობრივებისგან დაიქირავონ,აქ ერთი ადამიანის დღიური საფასური
20-25 ლარს შეადგენს.
სრული დატვირთვით მუშაობს ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი,
რომელიც დღე და ღამე სავსეა ადგილობრივი დამსვენებლით თუ
საზღვარგარეთიდან ჩამოსული ვიზიტორით. პარკში შესვლა ერთი დღის
განმავლობაში 2 ლარია, დაახლოებით 2-3 ლარი ღირს საბავშვო
ატრაქციონები.
დამსვენებლების უმრავლესობა აცხადებს,რომ საკურორტო ქალაქში არსებული
ფასები მისაღები და სერვისის პროპორციულია,დამსვენებლების ნაწილი კი
ხაზს ხელოვნურად „გაბერილ“ ფასებს უსვამს და სერვისით არც თუ ისე
კმაყოფილია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.