გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური
რეზოლუციით, 2001 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა
საერთაშორისო დღე აღინიშნება.
გაეროს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 8,5 მილიონი ლტოლვილი და 25
მილიონი იძულებით ადგილნაცვალი პირია აღრიცხული. ლტოლვილები და
იძულებით ადგილნაცვალი პირები არ აკლია არც საქართველოს, სადაც,
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, 250 ათასამდე
ადამიანი ატარებს დევნილის სტატუსს და მათი აბსოლუტური უმრავლესობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
საქართველოში მცხოვრები დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით
45 პროცენტი, კოლექტიურ ცენტრებში, სახელმწიფო თუ კერძო
ორგანიზაციების კუთვნილ შენობებში ცხოვრობს. სამინისტროს მონაცემებით,
ქვეყანაში დაახლოებით 90 000-ზე მეტი დევნილი ცხოვრობს. რაც შეეხება
სამცხე-ჯავახეთს, რეგიონში სულ 2426 დევნილია რეგისტრირებული, აქედან,
იძულებით გადაადგილებული 1920 პირი ბორჯომში, 6 კორპუსშია
ჩასახლებული. დევნილთა რაოდენობის მიხედვით, ბორჯომი სხვა
მუნიციპალიტეტებისგან განსხვავდება.
რა არის მთავარი პრობლემა დევნილებისათვის? ეს კითხვა ჩვენ იძულებით
გადაადგილებულ პირებს დავუსვით. ნახეთ გამოკითხვა.
სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემა,
ბორჯომში მცხოვრები დევნილებისთვის ამ ეტაპზე არ იგეგმება.
რაც შეეხება პროგრამებს, თუ რა
კეთდება დევნილების დასახმარებლად. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის
სააგენტოს ინფორმაციით, აქვთ მიმდინარე 4 პროგრამა დედაქალაქში და
რეგიონებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელზეც
მიღება ახლახანს დასრულდა და აღნიშნავენ, რომ ეს პროგრამები
ყოველწლიურია. პროგრამები გულისხმოსბ შემდეგს: დევნილებისათვის
კოლეჯამდე მგზავრობის ხარჯის ანაზღაურებას (ამ კონკრეტულ პროგრამაზე
განაცხადი წელიწადში ორჯერ ცხადდება), ასევე თვითდასაქმებადი
პროფესიების მქონე დევნილებისთვის სახელობო იარაღების შეძენას.
კერძოდ: დევნილთა თვითდასაქმების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების
კურსდამთავრებულებს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს -
„პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამის“ სერტიფიცირებულ დევნილებს, თვითდასაქმების
ხელშეწყობისთვის, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მათი პროფესიის შესაბამისი
ხელსაწყოები და ტექნიკა. პროგრამას სააგენტო უკვე მესამე წელია
წარმატებით ახორციელებს. დაფინანსება 100 - მდე დევნილმა მიიღო,
რომელთა შემოსავალიც, გრანტის მიღების შემდგომ, ყოველთვიურად, 100 -
დან 1000 ლარამდე გაიზარდა.
აგრეთვე გულისხმობს პროგრამებს სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით,
კონკრეტულად - გრანტები სასათბურე მეურნეობის დასაწყებად. აღნიშნული
პროგრამის ერთ-ერთი სამიზნე მუნიციპალიტეტი იყო
ბორჯომიც.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.