34 წლის ნესტან გენგაშვილი სამი შვილის დედაა. სოციალურად დაუცველი
ოჯახი, სოფელ ჭობისხევიდან არის.
ბავშვების დედა უკვე 13 წელია, რაც მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად
გაჭირვებაში ცხოვრობს. 22 წლის იყო, როდესაც დედობა შეიგრძნო და
დღემდე ზრუნავს შვილების კეთილდღეობაზე. 5 წლის გიგას, 8 წლის საბას
და 12 წლის გიორგის მთავარი ოცნება გაჭირვებიდან თავის დაღწევა და
ლამაზი, ფერადი სახლის აშენებაა.
3 მარტს, დედას თავიანთ ნახატებს და სხვადასხვა საჩუქარს ჩუქნიან.
დედის სითბოს და მზრუნველობას განსაკუთრებულად გრძნობენ და ცდილობენ,
თავადაც დაეხმარონ საოჯახო საქმეების კეთებაში. როგორი დედაშვილობაა
გენგაშვილების ოჯახში და რა არის დედის და სამი ბიჭის ოცნებები, ნახეთ
ვიდეოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.