სოციალური ვიდეო
"საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია" - 12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა წერილით მიმართეს ბორელსა და ვარჰეის
ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე მიმართავენ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ღია წერილი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია, 10 მაისითაა დათარიღებული.

“მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ - ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს.

საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია", - წერენ ევროპელი დიპლომატები და ახსენებენ ჟოზეპ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებულ წერილსაც, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ "აგენტების კანონი" ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.


წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნების" მეორედ ინიციირებული "აგენტების კანონი" საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილების შემაშფოთებელი ნიშანია.

"ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია",
- წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოჰყვება სადაო კანონის მიღებას. ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ქმედება არის ის, რასაც ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი ელის.

"ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება", - სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.

მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.