ბორჯომიდან 31 კილომეტრი უნდა
გაიაროთ და სოფ. საკირის გავლით „კოდიანის“ მთაზე მოხვდებით.აქ ატარებს საკირის მოსახლეობის
ნაწილი ზაფხულის ცხელ დღეებს.
20 ოჯახი, მაისის ბოლოს ბარგს ჩაალაგებს, მსხვილფეხა პირუტყვს
გაირეკავს და 4-5 თვით მთას მიაშურებს. მთის დროებითი ბინადრები
ამბობენ, რომ თავს "კოდიანზე" უსაფრთხოდ გრძნობენ. კორონავირუსის
გავრცელების რისკი აქ მინიმუმამდეა დაყვანილი.
კოდიანზე მიდიან ოჯახებით და ცხოვრობენ ერთი დიდი ოჯახივით.
სექტემბერში, გაზაფხულზე უკვე
შეგროვებულ და მთაში ატანილ ნივთებს, კიდევ ერთხელ შეაგროვებენ, ბარგს
ჩაალაგებენ, მანქანას დატვირთავენ, პირუტყვს გაირეკავენ, ხის
საცხოვრებლის კარს ჩაკეტავენ და კოდიანს მომავალ ზაფხულამდე
დაემშვიდობებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.