ბორჯომელი ფერმერი ბიოტურიზმის განვითარებას გეგმავს
13:45 / 01.09.2020
თავდაპირველად, მარწყვი საკუთარ
პატარა ეზოში მოჰყავდა. წლების წინ კი როდესაც დაბაში ტყე გადაიწვა,
გადამწვარი ფართობების აღდგენასთან ერთად, გაერომ ადგილობრივი
მოსახლეობის დახმარებაც გადაწყვიტა.მათი მიზანი იყო აქ მცხოვრებლებს
ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ და სოფლის მეურნეობით
დაინტერესებულიყვნენ. 10 ადგილობრივი გლეხი ერთი იდეის გარშემო
გაერთიანდა და მიღებული დაფინანსებით დაიწყეს კენკროვნების მოყვანა.
თითოეულ ფერმერს 3 მეასედ მიწის ნაკვეთზე 3000 ლარზე მეტი დაფინანსება
ერგო. სწორედ ასე შეძლო ირმა მაღრაძემ, იდეა ექცია რეალობად და რაც
მთავარია, შემოსავლის წყაროდ. ნელ-ნელა შეძლო მიწის ნაკვეთის
გაფართოება და ახლა მარწყვი 30 მეასედ მიწის ფართობზე აქვს
გაშენებული. მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქიმიური დანამატების
გარეშე. ირმა, სამომავლოდ ბორჯომში ბიოტურიზმის განვითარებას გეგმავს.
გამოწვევები და პერსპექტივები, გაიცანით გამოცდილი ფერმერი
ბორჯომიდან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.