ტელეკომპანია ,,ბორჯომი“ ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს.
პროექტის მიზანია გამოავლინოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქალაქსა და
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებები,
მოამზადოს მათ ინფორმაციულ საჭიროებაზე მორგებული მულტიმედია კონტენტი
და წაახალისოს ონლაინ დისკუსია იდენტიფიცირებული პრობლემების
მოსაგვარებლად საჭირო პოლიტიკისა და მიდგომების დანერგვისათვის.
ძალიან მალე ,,ქალის ბლოგი“ გიამბობთ იმ ქალების შესახებ, რომლებიც
ამა თუ იმ კუთხით მისაბაძები და მოტივატორები გახდნენ სხვებისათვის.
ქალის ბლოგის სამიზნე გახდება ადამიანთა ჯგუფი , რომლებსაც რაღაც
პრობლემა აერთიანებს, მაგრამ მათ ვერავინ ხედავს და არავინ უსმენს.
დავინტერესდებით ყველაზე პატარა და თითქოს უმნიშვნელო თემის ცხოვრებით
და მათ შესახებ ვუამბობთ ჩვენი ვების ვიზიტორებს.
ჩვენი მიზანია რეალური ისტორიების ჩვენებით ხელი შევუწყოთ
უმცირესობათა თემებში მცხოვრები ქალების უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებას. მასალებს, რომლებიც მომზადდება პრობლემებზე, თან
დაერთვება ექსპერტის მოსაზრება პრობლემის მოგვარების გზებზე. ჩვენ
გვსურს წავახალისოთ ონლაინ დიკსუსია არსებული პრობლემების
მოსაგვარებლად საჭირო პოლიტიკის დანერგვისათვის.
სოციალურ ქსელში შექმნილია ჯგუფი ,,ქალის ბლოგი“, რომელიც ღიაა ყველა
დაინტერესებული პირისათვის. გაწევრიანდით ჯგუფში და მოგვწერეთ თემები
, რომლის განხილვაც გაინტერესებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
თქვენი მოსაზრება.
დარჩით სახლში, გვესტუმრეთ ვებ.გვერდზე
www.borjomi.tv და
სოციალურ ქსელში. ერთად განვიხილოთ ყველა თემა და პრობლემა რაც ქალებს
სჭირდებათ და აინტერესებთ.
პროექტს ახორციელებს ტელეკომპანია ,,ბორჯომი“ ,,ინტერნიუსი -
საქართველოს“ პროექტის - ,,ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და აუდიტორიის
ანალიზი” - ფარგლებში, ინტერნიუს ევროპასთან თანამშრომლობით და
შვედეთის დაფინანსებით.