ბორჯომელი ახალგაზრდების სურვილები
სტატია მოამზადა მარიამ
ტაბატაძემ
ახალგაზრდობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და ხანმოკლე ნაწილია,
რომელიც სამუდამოდ რჩება თითოეული ჩვენგანის გონებაში.
ბორჯომში ახალგაზრდებისთვის მრავალი
ხელშემწყობი გარემო არსებობს, რათა განვითარდნენ მიიღონ ცოდნა და
გამოცდილება, მაგალითად სასპორტო და საგანმანათლებლო წრეები. ჩვენ
ლამაზ ქალაქში შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომელიც განსაკუთრებულ
შესაძლებლობებს წარმოადგენს სათმო საკითხებით დაინტერესებულ და
პიროვნულ განვითარების სურვილის მქონე ახალგაზრდებისთვის. ჩვენ ქალაქი
უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ საინტერესოა მაინც რა სურთ ბორჯომელ
ახალგაზრდებს?
რა გვსურს ჩვენ?
ამის გასარკვევად გამოვიკითხე თინეიჯერები, რომლებიც გაგვიზიარებენ
თავიანთ სურვილებს და საჭიროებებს.
მარიამ ნოზაძე 16 წლის
-
დავიბადე და ვიზრდები ბორჯომში, მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ ვიტყოდი
რომ იგი ყოველთვის ბევრ შესაძლებლობას არ იძლევა, ჩემთვის
მნიშვნელოვანია მომავალში შევიქმნა კარგი კარიერა და ვაკეთო ის საქმე,
რომელიც მიყვარს. მივაღწიო ამ მიზანს კი არის ჩემთვის პრიორიტეტი.
მინდა ბორჯომელებმა,ბორჯომში ჩამოვაყალიბოთ უკეთესი გარემო
ახალგაზრდებისთვის და მხარი დავუჭიროთ მათ, მათი მიზნების ასრულებაში.
კარგი იქნებოდა ბორჯომში ყოფილიყო, თუნდაც მეტი გასართობი ადგილი, ან
თუნდაც ბორჯომელი ახალგაზრდები უფრო ჩართულნი ყოფილიყვნენ სხვადასხვა
საკითხებში, როგორიცაა: ეკოლოგიური, საგანმანათლებლო და სხვ.
მხარეების განვითარება.ბორჯომის მერი რომ ვყოფილიყავი შევეცდებოდი,
რომ ამ ქალაქის ამხელა პოტენციალი მაქსიმალურად გადმომეტანა
მოქმედებაში,ეს იქნებოდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რადგანაც ამ
ქალაქში არის ბევრი ელემენტი, რომლის გამდიდრებაც საჭიროებას
წარმოადგენს, მაგალითად ავიღოთ ტურიზმის მხარე, ბორჯომს არაერთი
უპირატესობა გააჩნია ამ მხრივ, ამინდის სრული ხელშეწყობით, ბევრი
საოცარი რამის გაკეთება შეიძლება ბორჯომში, ტურიზმის მხრივ.
ასევე განათლების. დარწმუნებული ვარ, აქაური ახალგაზრდები ძალიან დიდ
წარმატებას მიაღწევენ, არაერთი მეგობარი მყავს, რომელსაც წინ დიდი
მომავალი უჩანს, ყველაფერს გავაკეთებდი რომ ეს ადამიანები უფრო
გამომეჩინა. შეიძლება სხვადასხვა კონკურსების ჩატარება და არა მარტო
ბორჯომის ახალგაზრდების, არამედ მის გარშემო ყველა მხრიდან
ახალგაზრდების მოშველება. ასევე გავაკეთებდი ისეთ გასართობ ადგილებს,
სადაც ახალგაზრდები თავისუფალი დროის გატარებას და განტვირთვას
შეძლებედნენ, მაგალითად: როგორიცაა კინოთეატრი, კარაოკე ბარი,
ასევე ძალიან კარგი იქნებოდა ბიბლიოთეკა, სადაც განმარტოებას და
მშვიდად წიგნის წაკითხვას შევძლებდით. აუცილებელია ხალხის
დაინტერესება, იმით თუ რამხელა პოტენციალი გააჩნია ბორჯომს და ამ
ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
ნინო რამიშვილი 15 წლის
-
ჩემი აზრით, ბორჯომში ახალგაზრდებს მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ,
რადგანაც ბორჯომში არ არის მათთვის სამსახურები და ისინი იძულებულები
არიან სოფლებიდან და ბორჯომიდან წავიდნენ. ვფიქრობ ეს ასე არ უნდა
ხდებოდეს და სკოლადამთავრებული ახალგაზრდები კონსულტანტებად არ
მუშაობდნენ. კარგი იქნება ბორჯომის მერია ახალგაზრდებს ბორჯომშივე
ასაქმებდეს. ასევე ახალგაზრდებისათვის უფრო თანამედროვე გარემოება
იყოს, რათა უფრო მეტად განვითარდნენ. გერქვას ბორჯომელი არაა რთული,
უბრალოდ უნდა გიყვარდეს შენი ხეობა და ეცადო გააუმჯობესო და
განავითარო, რათა მომავალ თაობას უკეთესი გარემო შეუქმნა.
ეთიკო გეგეშიძე 16 წლის
-
ამჟამად რაც მე ხელს მიშლის ჩემი საცხოვრებელი ადგილია და ტრანსპორტი.
მე ვისურვებდი ბორჯომში კინოთეატრს და დახურულ სივრცეს შევქმნიდი
ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ რომ ახალგაზრდებისთვის არ არის ბევრი რამე
გაკეთებული ბორჯომში. მერი რომ ვიყო ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზეც
ვიზრუნებდი, რადგან ბორჯომში ბევრი მაწანწალა ძაღლია და რაცარუნდა
საყვარლები იყვნენ მაინც ეშინიათ ბავშვებს და საშიშიც არის.
ტრანსპორტზეც შეიძლება აქცენტის გაკეთება, რადგან კვირა დღეს არ
მოძრაობს. არადა თითქმის ყველა შაბათ-კვირას ისვენებს და იმის
საშვალება არ აქვს ტრანსპორტის გამო შაბათ-კვირას სადმე წავიდეს.
შაბათს არის ტრანსპორტი, მაგრამ კვირას საერთოდ არ არის.
მარიამ გაგლოშვილი 13 წლის
-
ჩემი მიზანია ვიცხოვრო იქ სადაც ყველანაირი საჭირო პირობები იქნება,
ვისურვებდი რომ ბორჯომი გახდეს მეტად განვითარებული, დაინტერესებული
და განათლებული ადამიანების გარემოცვაში მყოფი ქალაქი. მოსწავლეებს ან
თუნდაც მოზარდებს ჰქონდეთ ის საშუალებები, რაც დიდ ქალაქებშია
ხელმისაწვდომი. მაგალითისთვის: სპორტდარბაზები, სხვადასხვა ჯგუფები,
მისწრაფებისთვის. ჩემთვის ბორჯომი არის ის ადგილი, სადაც ყველანაირი
მოგონება მაკავშირებს და მინდა, რომ როდესაც გავიზრდები კარგი
სამსახურისთვის ან საცხოვრებელი პირობებისთვის სხვაგან მომიწიოს
წასვლა მინდა რომ ბორჯომის უკეთესობისკენ შესაცვლელად უნდა მოხდეს
ხალხისთვის სარგებლის მომტანი. სამუშაოების ჩატარება. მე
პირადად ბორჯომის მერი რომ
ვიყო, პირველ ადგილზე ჩვენს ახალ თაობაზე ზრუნვას და მათთვის
საკმარისი კარგი მაგალითის და ცოდნის მიღების აუცილებლობას
დავაყენებდი, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. შემდეგ, რა თქმა
უნდა, სხვა პრობლემებზეც ვიზრუნებდი, როგორიცაა გარემოს დაბინძურება
და მრავალი სხვა. მოკლედ რაც მინდა ვთქვა არის ის რომ ბორჯომელ
ახალგაზრდებს მეტი დრო უნდა ეთმობოდეს, რომ ბორჯომი უკეთესი გახდეს,
რადგან განათლებული თაობაა წინ გადადგმული ნაბიჯი.
ჩვენ დიდი იმედი გვაქვს მომავალს ერთად გავალამაზებთ.
დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალგაზრდების თვალით დანახული პრობლემები
ისევე, როგორც სხვა საჭიროებები ახალ მიზნად იქცევა, ჩვენი
მუნიციპალიტეტისთვის.