მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ინოვაციური კონფერენცია წაღვერის საჯარო სკოლაში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა-
წაღვერში არსებულ საჯარო სკოლაში ,რომელიც რეაბილიტირებულია
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის
დაფინანსებით
და მოწყობილია მოსწავლეებისათვის
უმაღლესი დონის აღჭურვილობით ჩატარდა სასკოლო - სამეცნიერო
კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეებს ეჩვენებინათ ყველასთვის,
რომ სწავლა სახალისოა და როგორც ამერიკული სკოლების სწავლის მოდელია,
ისეთივე შემოეთავაზებინათ.
მოსწავლეთა აზრით მოსაწყენია კომპლექსური დავალებების ერთი და იგივე
ფორმატით შესრულება, ამიტომაც ჩემი მიზანი იყო ახალი ინოვაციების
შემოტანა და მათთვის გაზიარება.
ძალიან მომწონს ტექნოლოგიები და გადავწყვიტე მოსაწყენი power point-ის
პრეზენტაციები შემეცვალა თანაკლასელებისა და სკოლის საუკეთესო
ხელმძღვანელის დახმარებით, უკრეატიულესი ნამუშევრებითა და
განსხვავებული ფორმატით.
ჩემს სკოლას საუკეთესო ხელმძღვანელი ჰყავს, რადგან ცდილობს სკოლა
ჩართოს მრავალ საინტერესო პროექტში , რომლებიც მიზნად ისახავს
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო
სკოლის დირექტორს ირინა ხელისუფალს იმ მიზნით, რომ მხარი დაგვიჭირა
პროექტის განხორციელებაში და თავადვე დაგვეხმარა. ასევე მინდა მადლობა
გადავუხადო თითოეულ იმ მოსწავლეს რომლებმაც ამ პრესკონფერენციაში
მონაწილეობა მიიღეს და საუკეთესოდ წარადგინეს მათი ნამუშევრები
საზოგადოების წინაშე.
მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ბიოლოგიის პროექტები სხვადასხვა სახით
როგორებიცაა: კომიქსები, ანიმაციები, მაკეტები და გამოიყენეს პროგრამა
mine craft. ჩემი დიდი სურვილი იქნება სხვა სკოლის მოსწავლეებმაც
ნახონ და დანარჩენებსაც გავუზიაროთ , რომ სწავლა სახალისოა და სწავლა
მომავლის საწინდარია.
ნინო რამიშვილი
წაღვერის საჯარო სკოლა
მე-9-ე კლასი
გააზიარეთ :