მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
დაბინძურების ნაცვლად დავასუფთავოთ
მე ანანო კილასონია ვარ,
ახალდაბიდან, ბორჯომის New მედია კლუბის წევრი. თავისუფალ დროს
მიყვარს ქუჩაში სიარული, ამიტომ ხშირად ვსეირნობ.
ძალიან ლამაზია ჩემი ახალდაბა,
ქუჩებით, მდინარის ნაპირებით, თუმცა გული მწყდება, როდესაც სოფელს
შემოვივლი და აქაურობას დაბინძურებულს ვხედავ. ნაგვის ურნების
გარშემოც უამრავი ნარჩენი ყრია.
გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დაბინძურებულია. რატომ? ამ კითხვაზე
პასუხი ძალიან მარტივია. იმიტომ, რომ ჩვენ, ადამიანები გარემოს არ
ვუფრთხილდებით, რაც ძალიან სამწუხაროა. რთული არ არის, გავუფრთხილდეთ
ბუნებას. თუმცა, ჩვენ ამას არ ვცდილობთ. უფრო გვეადვილება ნაგვის
ქუჩაში დაყრა და არა ურნაში მოთავსება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს
პრობლემა ყველა ქალაქსა თუ სოფელში იჩენს თავს. ეს კი ჩვენი
უპასუხისმგებლობის შედეგია.
ალბათ იცით, რომ გარემოს ადამიანის სიცოცხლისთვის ძალიან დიდი
მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ მას.
გარემოს დაბინძურებით ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში
აგდებს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამით ისინი არამარტო საკუთარ,
არამედ სხვების ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნიან.
მოდით, არც ცხოველები დაგვავიწყდეს. გარემოს დაბინძურებით და ტყეების
გაჩეხვით საფრთხე ხომ მათ სიცოცხლესაც ექმნებათ. ასე რომ სჯობს, სანამ
რამეს გავაკეთებთ, კარგად დავფიქრდეთ, რამდენად უსაფრთხოა ეს ქმედება
ჩვენთვის და სხვებისთვის.
ძალიან მინდა ვიცხოვრო სუფთა გარემოში. დარწმუნებული ვარ თქვენც
გინდათ. თუკი ყველა მოვინდომებთ, შევძლებთ კიდეც. უბრალოდ, არ
დავყაროთ ნარჩენები ქუჩაში, ისინი მოვათავსოთ ურნაში. თუ
დაბინძურებულს დავინახავთ ტერიტორიას, ჩვენ დავასუფთავოთ.
იმედი მაქვს ჩვენი ასეთი დამოკიდებულებით მოვაგვარებთ ამ პრობლემას
ჩემს, თქვენს და ყველას სოფელსა თუ ქალაქში. ერთად შეგვიძლია
გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს და გავხადოთ უფრო ლამაზი და სუფთა.
ავტორი: ანანო კილასონია, 13 წლის.
ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლე
New მედია კლუბის წევრი
გააზიარეთ :