იმოქმედე კლიმატისთვის
მე დედამიწა ვარ, გალაქტიკაში
პატარა, მაგრამ სულიერებისთვის დიდი სახლი. სახლი, რომელიც უამრავ
არსებას ინახავს და იტევს.
ჩემთვის ყველა სულიერი მეტად
მნიშვნელოვანია ვიდრე ჩემი თავი მაგრამ, განსაკუთრებით მიყვარს
ადამიანები. ის მეტად საოცარი და ჩემთვის გამორჩეული არსებები,
რომლებიც მარტოობას არასდროს მაგრძნობინებენ. სამწუხაროდ ამ ბოლო დროს
გული ძალიან მტკივა. გული, რომელიც ერის ერთობითა და სიყვარულით
ცოცხლობს. მიჩნდება აზრი რომ მათ აღარ ვუყვარვარ. ჩემი წვიმა,
ქარიშხალი, ბუნებრივი კატასტროფებიც უკვე აღარ აფიქრებინებთ იმას, რომ
მე უკვე მიჭირს. საუკუნეებიდან მოყოლებული ხალხი იყო ჩემი მთვარე და
ვარსკვლავები, მათაც ვუყვარდი და უფალს მადლობას სწირავდნენ ჩემი
არსებობისთვის მაგრამ, დღეს, დღეს რა ხდება?! ისინი მინადგურებენ
ბუნებას. უკვე დიდი პრობლემები შემექმნა ძალიან მცხელა.
ჩემი კლიმატი შეიცვალა. ნახშირორჟანგი, რომელიც არ მიყვარს იმატებს,
სუნთქვა მიჭირს, რაღაც მგუდავს. ამის გამო ხშირად ვავლენ სტიქიურ
მოვლენებს, როგორიც არის გვალვა, სეტყვა, წყალდიდობა და ძლიერი ქარი,
რომელიც ხშირად ნგრევასა და მსხვერპლს იწვევს, მოსავლიანობას
ამცირებს. საიდან ჩნდება ამდენი ნახშირორჟანგი? ეს მარტო ადამიანების
რაოდენობაზე არაა დამოკიდებული, დამოკიდებულია მათ მოქმედებაზე.
მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ადამიანის ინდუსტრიული საქმიანობაა,
ატომური ბომბის აფეთქებით, ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის
შედეგად, ან ტყეების ჩეხვით... მაგრამ მე ძალიან მიყვარს ადამიანები
და ვაძლევ შანსს გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები და თავიდან
აიცილონ ჩემი ბრაზი. ადამიანები ძალიან გონიერი არსებები არიან,
შეუძლიათ გადასვლა ენერგიის სხვა წყაროებზე - ჰიდრო, ქარის, მზის
ენერგიებზე, ასევე მოხდეს ხეების მასობრივი დარგვა და ამით ტყის
მასივების გაზრდა, რომელმაც უნდა შეამციროს CO2-ის შემცველობა ჰაერში.
სხვა გზაა არსებულთან შეგუება და ადაპტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ
არც ისე შორეულ მომავალში დედამიწის მთელ მოსახლეობას არქტიკასა და
ანტარქტიდაში მოუწევს გადასახლება. პირადად მე მგონია, რომ უმჯობესია
ადამიანის ზემოქმედება კლიმატზე მინიმუმამდე დავიყვანოთ. მგონი რთული
იქნება მათთვის მშობლიური მხარის მიტოვება, ამიტომ მე მჯერა მათი და
იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია
შევინარჩუნოთ განწყობა და პოზიტივი, ისევ და ისევ რომ ყველაფერი
კარგად იქნება.
მარიამ ტაბატაძე
ბორჯომი. მე-9- კლასი