მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
როგორ ვისარგებლე პანდემიით და როგორ ვსწავლობ ქართულს ონლაინ - ანჟელა პაპოიანის ბლოგი
პანდემიის დაწყებამდე მე, ჩემი
თანაკლასელები და ნაცნობები, რომლებსაც გვინდოდა სკოლის გარეთ
(დამატებით), ქართული ენის სწავლა,
ხშირად ვამბობდით, რომ უგზოობის გამო
სოფლიდან ვერ მივდიოდით ნინოწმინდაში და დამატებით მეცადინეობებს ვერ
ვესწრებოდით.
მინდა მოგიყვეთ ჩემს პირად მაგალითზე, როგორ შემეწყო ხელი პანდემიის
დროს ქართული ენის შესწავლაში.
იქამდე გაგეცნობით, მე ვარ ანჟელა პაპოიანი, ნინოწმინდის
სოფელ პატარა არაქალიდან, ახლა უკვე მეთორმეტე კლასში ვარ,
სკოლას წელს ვამთავრებ.
სკოლაში არც ისე კარგად ვსწავლობდი ქართულ ენას, არ ვიცი ეს
მასწავლებლის ბრალია თუ ჩემი, მაგრამ როდესაც ბევრს ვფიქრობ ვხედავ,
რომ ჩვენ ორივე ვართ დამნაშავე, ის ცოტას მოითხოვდა, მე ცოტას
ვაბრუნებდი. მაგრამ დადგა დრო და გადავწყვიტე, რომ უნდა დავესწრო
ქართული ენის დამატებით მეცადინეობებს.
ზუსტად იმ წელს კორონავირუსის პანდემია დაიწყო და გავიგე, რომ
ნინოწმინდაში არსებულ ჟვანიას სკოლას აქვს ქართული ენის შემსწავლელი
ონლაინ კურსი.
მალევე დავრეგისტრირდი და უკვე ორი წელია ვსწავლობ ჟვანიას
სკოლაში. მინდა ვთქვი, რომ არც საჯარო სკოლაში, და არც დამადებითი
მეცადინეობებიდან არ მისწავლია ის, რაც ჟვანიას სკოლაში ონლაინ კურსით
ვისწავლე.
მეცადინეობები დღეში ორი საათის განმავლობაში, სახლიდან გაუსვლელად
მქონდა. მოსაბეზრებელი საერთოდ არ იყო, დიდი ენთუზიაზმით ვსწავლობდი
და ახლაც ვაგრძელებ სწავლას. მინდა მადლობა ვუთხრა ამ სკოლის
პერსონალს და ჩემს მასწავლებლებს.
შეიძლება ცოტა ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი მაგალითით მინდა
ყველას ვუთხრა, რომ არასოდეს არ არის გვიან ქართული ენის სწავლა,
რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ უნდა ისწავლოთ, რადგან ჩვენ
ვცხოვრობთ საქართველოში, გვაქვს შესაძლებლობა ვისწავლოთ სახელმწიფო
ენა, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მომავალი ცხოვრება საქართველოში უნდა
გავატაროთ, აქ უნდა დავსაქმდეთ და ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ
ქართული.
ანჟელა პაპოიანი
ნინოწმინდა, მე-12 კლასი
გააზიარეთ :