მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ოჯახს მოწყვეტილი მამები, ბავშვები გასართობის და ბაღის გარეშე - რა მინდა შევცვალო ჩემს სოფელში
მე მქვია მანუშაკ ეზეკიანი, დავიბადე ნინოწმინდაში, სოფელ ჯიგრაშენში, ვსწავლობ ჯიგრაშენის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში. ჩვენი სოფელი მდებარეობს სამცხე ჯავახეთში, ნინოწმინდის რაიონში, მდინარე ფარავნის ნაპირას, ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. მე ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, მიხარია, რომ აქ დავიბადე, მაგრამ ძალიან მინდა, ჩვენს სოფელში რაღაცები შევცვალო.




მინდა მოგიყვეთ საბავშვო ბაღის შესახებ, რომელიც ჩვენს სოფელში საერთოდ არ არის. ჩვენს სოფელში ბავშვებს სკოლამდელი განათლება სჭირდებათ, მაგრამ სამწუხაროდ სოფელს არ აქვს საბავშვო ბაღი და ბავშვები დადიან ნინოწმინდაში ან მეზობელ სოფელში. ბევრი ოჯახი ხშირად ვერ ახერხებს შვილების ბაღში გაშვებას მგზავრობის ხარჯების გამო. არ არსებობს სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შეიკრიბონ, ითამაშონ და თავისუფალი დრო გაატარონ.



ცოტა ხნის წინ სოფელში აშენდა პატარა საფეხბურთო მოედანი, ცოტა შეიცვალა ბავშვების, ძირითადად ბიჭების ყოველდღიურობა. მაგრამ ჩემი აზრით, სათამაშო მოედანიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი ბავშვი მუდმივად თამაშობს ეზოში ან არ ტოვებს სახლს. ახალგაზრდების უმეტესობა მაგიდის ჩოგბურთს, ხელბურთს ან ფეხბურთს თამაშობს, ნაწილი კი თავისუფალ დროს ინტერნეტში ატარებს, რაც ვფიქრობ არც ისე კარგია.

ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა, ჩვენს სოფელში ახალგაზრდული ცენტრის აშენება, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან და გაატარებენ დროს, ითამაშებენ საინტერესო თამაშებს ან გაუზიარებენ თავიანთ აზრებს ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე.




მე კარგად ვხედავ უფროსების პრობლემასაც. ეს უკვე ჩემი მშობლების თაობას ეხება. ეს არის უმუშევრობა. სამუშაო არ არის არა მარტო ჩვენს სოფელში, არამედ ყველგან, რის შედეგადაც ადამიანები (კაცებზე მაქვს საუბარი), იძულებულნი არიან დატოვონ სოფელი და წავიდნენ სამუშაოდ საზღვარგარეთ. რაც ზოგჯერ ფინანსურად მომგებიანიც შეიძლება იყოს, მაგრამ რამდენად სამართლიანია, რომ ოჯახის კაცი, მამა 6-8 თვის განმავლობაში, ხანდახან წლების განმავლობაში მუშაობს საზღვარგარეთ, ოჯახიდან მოშორებით და როგორ შეიძლება გაიზარდონ ბავშვები მამის რჩევის, სიყვარულის და სითბოს გარეშე? მაგრამ ადამიანები იძულებულნი არიან ოჯახის გულისთვის წავიდნენ საზღვარგარეთ. მამაჩემი ამჟამად სოფელშია, მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს საზღვარგარეთ წასული სამუშაოდ და ფულის საშოვნელად.



ავტორი: მანუშაკ ეზეკიანი
ნინოწმინდა


Ինչ եմ ուզում փոխել իմ գյուղում՝ Ընտանիքից բաժանված հայրերը, երեխաներն առանց զվարճանքի վայրերի և մանկապարտեզների
Ես Մանուշակ Եզեկյանն եմ, ծնվել եմ Նինոծմինդայում, Ջիգրաշեն գյուղում, սովորում եմ Ջիգրաշենի հանրային դպրոցի տասնմեկերորդ դասարանում։ Մեր գյուղը գտնվում է Սամցխե-Ջավախեթիում, Նինոծմինդայի շրջանում, Փարավանի գետի ափին, ծովի մակարդակից 1900 մետր բարձրության վրա։ Ես շատ եմ սիրում իմ գյուղը, ուրախ եմ, որ ծնվել եմ այստեղ, բայց շատ եմ ուզում ինչ-որ բան փոխել մեր գյուղում։

Ուզում եմ խոսել մանկապարտեզի մասին, որը մեր գյուղում չկա։ Մեր գյուղի երեխաները նախադպրոցական կրթության կարիք ունեն, բայց գյուղը, ցավոք, մանկապարտեզ չունի, և երեխաները գնում են Նինոծմինդա կամ հարևան գյուղ։ Շատ ընտանիքներ հաճախ չեն կարողանում իրենց երեխաներին մանկապարտեզ ուղարկել ճանապարհածախսի պատճառով: Չկա խաղահրապարակ, որտեղ երեխաները և երիտասարդները կարող են հավաքվել, խաղալ և անցկացնել իրենց ազատ ժամանակը։

Վերջերս գյուղում փոքրիկ ֆուտբոլի դաշտ է կառուցվել, որը մի քիչ փոխել է երեխաների՝ հիմնականում տղաների առօրյան։ Բայց իմ կարծիքով, խաղահրապարակը նույնպես շատ կարևոր է, քանի որ շատ երեխաներ անընդհատ խաղում են բակում կամ տանից դուրս չեն գալիս։ Երիտասարդների մեծ մասը խաղում է սեղանի թենիս, վոլեյբոլ կամ ֆուտբոլ, ոմանք էլ ազատ ժամանակն անցկացնում են ինտերնետում, ինչը, կարծում եմ, այնքան էլ լավ չէ։

Իմ ամենամեծ երազանքներից մեկը մեր գյուղում երիտասարդական կենտրոն կառուցելն է, որտեղ երիտասարդները կհավաքվեն և ժամանակ կանցկացնեն, հետաքրքիր խաղեր կխաղան կամ իրենց կկիսվեն իրենց մտքերով տարբեր թեմաներով:

Մեծերի խնդիրն էլ եմ լավ տեսնում. Սա արդեն վերաբերում է իմ ծնողների սերնդին։ Սա գործազրկությունն է։ Աշխատանք չկա ոչ միայն մեր գյուղում, այլ ամենուր, ինչի հետևանքով մարդիկ (խոսքս տղամարդկանց մասին է) ստիպված լքում են գյուղը և գնում արտագնա աշխատանքի։ Ինչը երբեմն կարող է ֆինանսապես շահութաբեր լինել, բայց որքան արդար է ընտանիքի տղամարդու` հայրիկի համար 6-8 ամիս, երբեմն տարիներ տնից հեռու, աշխատել դրսում, և ինչպե՞ս կարող են երեխաները մեծանալ առանց հոր խորհրդի, սիրո և ջերմության: Բայց հանուն ընտանիքի մարդիկ ստիպված են մեկնել արտերկիր։ Հայրս այժմ գյուղում է, բայց ես շատ ծանոթներ ունեմ, ովքեր մեկնել են արտերկիր աշխատելու և գումար վաստակելու։



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.