მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჯინსები
დღესდღეობით არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯინსი არ სცმია. ჯინსები არის ყველაზე ხელმისაწვდომი მოსახერხებელი და პოპულარული სამოსი, რომლითაც კერავენ არა მარტო შარვალს, არამედ ქურთუკს, კაბას, ქუდს, ჩანთას, ფეხსაცმელს და აქსესუარებს. დღესდღეობით უჯინსო მსოფლიო წარმოუდგენელია, მაგრამ იყო დრო, როცა იგი არ არსებობდა. საინტერესოა რა ეცვათ ადრე?

როგორ გახდა ჯინსი პოპულარული? როგორ დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე ადამიანის გარდერობში? აუარებელი ფირმა, სამოდელო სახლი, სამკერვალო საწარმო მაღაზია და ადამიანია დაკავშირებული ჯინსთან და მის საწარმოებთან! მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სამოსის ისტორია დაკავშირებულია იტალიის ქალაქ გენუასთან(ლათინურად ჯენუა სადაც 1451 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბი) გენუელი მეზღვაურები ჯერ კიდევ მე-16-ე საუკუნიდან ატარებდნენ კანაფის უხეში ქსოვილისგან შეკერილ შარვლებს. ეს შარვლები მეზღვაურებისთვის სამუშაოს წარმოადგენდა. ამ გამძლე ქსოვილს გემზე იცვამდნენ. იგი თანდათან იმპორტის საგანიც გახდა. გენუადან გატანილი სამოსი ევროპაში იყიდებოდა. მას სახელად ჯეინი ზოლო, შემდეგ კი ჯინსი ეწოდა.
1853 წელს წარმოშობით ებრაელმა ლევი სტრაუსმა ბამბის უხეში ქსოვილისაგან შექმნა შარვლები. ჯიბეები დაუგვირისტა, ლითონის სამაგრებით გააწყო და სპეციალურად კოვბოებისთვის და ოქროს მაძიებლებისთვის შექმნა.

1873 წლიდან მან ასეთი შარვლები აშშ-ში დააპატენტა, რადგან სწორედ იმ წლებში ამერიკას კოვბოები და ოქროს მაძიებლები ზღვასავით მოაწყდნენ. ასეთ შარვლებს სამი ჯიბე ორი წინ და ერთი უკან ჰქონდა ფულის, დანის და საათისთვის. პირველი ჯინსი 1 დოლარი და 46 ცენტი ღირდა. ეტყობა რომ კომერციულმა ალღომ არ უღალატა მეწარმეს და ჯინსის ბიზნესმაც ძალიან გაუმართლა. ფაქტია დღეს მთელი მსოფლიო ჯინსებით დადის და ეს სწორედ ამ ისტორიის მთავარი გმირების დამსახურებაა.

მარიამ ტაბატაძე. 14 წლის

New მედია კლუბის წევრი




Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.