მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
„წარმატების მისაღწევად ყოველდღიური მუშაობაა აუცილებელი“-ვარლამ წიკლაური
გაიცანით ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური.

როგორი ბავშვი იყო ვარლამ წიკლაური?
მხიარული და ცნობისმოყვარე.

რომელ პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
მინდოდა მსახიობობა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარების დრო, რომ მოვიდა გადავიფიქრე.

რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ ჟურნალისტის პროფესია?
თითქოს ბავშვობიდან მიყვარდა და მომწონდა ეს პროფესია და ამიტომ დავუკავშირე ჩემი ცხოვრება ამ ძალიან მაგარ პროფესიას.

კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი არჩევანით?
კი, კმაყოფილი ვარ რადგან ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მომწონს.

რა არის მთავარი პროფესიის არჩევისას?
იმ საქმის მიმართ ინტერესი, რომელსაც შენ ცხოვრებას უკავშირებ.

თვლით თუ არა, რომ თქვენი მოწოდებაა ჟურნალისტობა და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნაა?
რა თქმა უნდა. სხგაგვარად შეუძლებელია ამ პროფესიაში მუშაობა.

რომ არა ჟურნალისტობა, ვინ იქნებოდით დღეს?
ალბათ ვიქნებოდი მსახიობი.

თქვენი პირველი სერიოზული წარმატება რა არის?
ხმამაღალი ნათქვამი იქნება. წარმატების მისაღწევად ყოველდღიური მუშაობაა აუცილებელი.

რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?
მიზანი და საქმის მიმართ ერთგულება.

როგორ დაახასიათებთ თქვენს თავს სამი სიტყვით?
ცნობისმოყვარე, თამამი, მიზანდასახული.

რომელი თვისება გხიბლავთ თქვენში ყველაზე მეტად?
ასე არ ვიცი... ცოტა მიჭირს პასუხის გაცემა.

თქვენი უარყოფითი თვისება რა არის?
ალბათ ის, რომ გაბრაზება არ ვიცი.

რომელი სამი მნიშვნელოვანი მოვლენა გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან?
ბევრი მახსენდება ასე ჩამოთვლა გამიჭირდება...

იღბლიანი ხართ თუ არა?

მგონია, რომ კი.

რამდენად კმაყოფილი ხართ განვლილი გზით?
რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ. მეტიც შეიძლებოდა...

რას ურჩევდით ახალგაზრდებს განვლილი ცხოვრებიდან და თქვენი გამოცდილებიდან?
ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ დაისახონ კონკრეტული მიზანი და მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.


მარიამ ტაბატაძე. 14 წლის


New მედია კლუბის წევრი

Print E-mail
FaceBook Twitter
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.