მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
რატომ არაფორმალური განათლება?
კარგად მახსოვს ჩემი პირველი ტრენინგი, 2018 წელს დავესწარი. რაღაც ახალი იყო, სკოლის გაკვეთილისგან განსხვავებული. იმ შეხვედრაზე სახანძრო უსაფრთხოებაზე ვისაუბრეთ. ბევრი ახალი გავიგე, სხვანაირად დამამახსოვრდა.

ტრენინგების, შეხვედრების, სხვადასხვა აქტივობების საშუალებით მიღებული და გაზიარებული ცოდნა - სწორედ ეს არის არაფორმალური განათლება.


არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. ის მიზნად ისახავს ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს (და არა მარტო მათ), უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით.

არაფორმალური განათლება სასკოლო განათლებისგან განსხვავდება.





მე ხშირად ვესწრები სხვადასხვა ტრენინგებს. ყოველი შეხვედრის შემდეგ ახალ-ახალ ინფორმაციას ვიღებ. ვიდრე კორონავირუსი გავრცელდებოდა და პანდემია დაიწყებოდა, ტრენინგების ჩასატარებლად სკოლაში მოდიოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები ან ბორჯომში ტარდებოდა, მაგრამ პანდემიის გამო ყველაფერმა zoom, google meet-ში გადაინაცვლა.

ტრენინგი, რომელსაც ონლაინ პირველად დავესწარი 2020 წლის 9 დეკემბერს იყო. მარტინ ლუთერ კინგზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრამდე, ამ ადამიანის შესახებ არაფერი ვიცოდი, თუმცა შემდეგ ბევრი რამ გავიგე. ძალიან საინტერესო იყო.

ამ დღის შემდეგ არაერთ ტრენინგს დავესწარი და ვესწრები. მივხდი, რომ ამ ფორმით, ბევრ საინტერესოს ვსწავლობ, თანაც ხალისით.


დღეს არაერთი ოგანიზაცია შეიქმნა, რომლებიც სრულიად უფასოდ ცდილობენ დაეხმარონ ადამიანებს არაფორმალური განათლების მიღებაში.


ახლა უკვე, მეც ვარ ონლაინ პლატფორმის ადმინისტრატორი, ტრენერი და მოხალისე. უკვე თვითონ ვცდილობ სხვებს მივაწოდო საინტერესო და შემეცნებით ინფორმაცია, პარალელურად ხელიდან არ ვუშვებ შანსს დავესწრო ტრენინგებს.

ჩემი აზრით, არაფორმარული განათლება, საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დამატებით ინფორმაცია, გავიმრავალფეროვნოთ და შევივსოთ სკოლაში მიღებული განათლება.




მარიამ სამსონაშვილი,  13 წლის

New მედია კლუბის წევრი










Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.