მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
წიგნი თუ კომპიუტერი?
დღესდღეობით აქტუალური პრობლემაა წიგნი თუ კომპიუტერი? დღევანდელ ცხოვრებაში ბევრმა გვერდზე გადადო წიგნი და თავისუფალ დროს კომპიუტერს უთმობს. ჩემი აზრით ასე არ უნდა ხდებოდეს , თუმცა ბევრი სხვანაირად ფიქრობს.

ბევრჯერ გამიგონია ასეთი სიტყვები: წიგნში მოსაძიებელ მასალას კომპიუტერში უფრო ადვილად ვიძიებ, უფრო ვხალისდები კომპიუტერით სარგებლობის დროს და ა.შ. გასაგებია, რომ კომპიუტერით გართობა შეგვიძლია, მაგრამ წიგნი რა ცოდნასაც გვაძლევს ამას კომპიუტერი ვერ მოგვცემს. როდესაც წიგნს ვკითხულობთ წარმოსახვის უნარი გვინვითარდება. პრობლემა ისაა, რომ 21-ე საუკუნეში კომპიუტერს ყოველდღიურობაში ვიყენებთ წიგნს კი არა. ახალი ტექნოლოგიები ისე ვითარდება შესაძლებელია წიგნი კომპიუტერში წაიკითხო. უფროსი თაობა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ წიგნის გარეშე, მხოლოდ კომპიუტერით მიღებული ცოდნა ღრმა და საფუძვლიანი არ არის. უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც წიგნზე აღიზარდნენ, ეს საკითხი ძალიან აღელვებთ. მეც არ მომწონს ახალგაზრდების ეს მოსაზრება. რატომ არ სურთ ბიბლიოთეკაში წასვლა და წიგნების წაკითხვა, ან რატომ მოსწონთ კომპიუტერთან დიდი დროის გატარება რომელიც საზიანოა? ისინი ფიქრობენ, რომ რადგან კომპიუტერი ახალი ტექნოლოგიაა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ ის უკეთესია, მაგრამ ეს ასე არ არის. წიგნის კითხვა არა მარტო მოსაძიებელი მასალის პოვნაა, არამედ განათლებაცაა. ვინც წიგნებს კითხულობს წარმოსახვის უნარი აქვს და სიტყვების მარაგი. ვინც არ კითხულობს კი არა. ამ საკითხთან დაკევშირებით რამდენიმე ადამიანის მოსაზრება მოვისმინე.

მალიდა პერანიძე ინგლისური ენის პედაგოგია. ის წიგნს ანიჭებს უპირატესობას. თვლის, რომ წიგნი უფრო ძირეულ და საფუძვლიან ცოდნას გვაძლევს სხვადასხვა ინფორმაციასა და საკითხთან დაკავშირებით. „წიგნიდან მიღებული ცოდნა არასოდეს გვავიწყდება. წიგნი აუცილებელია, რადგან ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას, აფართოებს და ზრდის შენს შეხედულებებს, ლექსიკურ მარაგს ამდიდრებს. წიგნით მიღებული ცოდნა მთელი ცხოვრება გაგყვება. ის ისტორია რასაც ვთქვათ კონკრეტულად წიგნში ვკითხულობთ და შემდგომ აქედან ზოგადი განათლების ის საკითხები და ცნებები, რომლებიც გვხვდება უშუალოდ ისტორიაში ან თუ გინდა წიგნში მოცემულ პერსონაჟებთან ერთად არის დაუვიწყარი, მთელი ცხოვრების მანძილზე გაგვყვება და არასოდეს გვავიწყდება“.

ელენე გელაშვილი-მოსწავლე.

„ჩემი აზრით კომპიუტერი უფრო მოსახერხებელია, რადგან უფრო ვრცლად შეგიძლია ყველაფრის ნახვა, თან კომფორტულიც არის. 21-ე საუკუნეში ბევრ ბავშვს ტექნოლოგიებით სარგებლობა ურჩევნია, ამიტომ ყველასთვის და ჩემთვისაც მისაღები კომპიუტერია. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ წიგნი ცუდი ცოდნის მომცემი წყაროა, შესაძლოა რამდენიმესთვის მისაღები იყოს წიგნი. მე უპირატესობას კომპიუტერს ვანიჭებ".

მარიამ ტაბატაძე-მოსწავლე.

„არჩევანი რთულია მაგრამ მე ყოველთვის ავირჩევ წიგნს. წიგნი დიდ როლს თამაშობს ადამიანის განვითარებასა და ცხოვრებაზე, იმაზე თუ რამდენად ნასწავლი ხარ, ხოლო კომპიუტერს მოაქვს მრავალი ზიანი, იწვევს უარყოფით შედეგებს, მაგრამ აქვს დადებითი მხარეც, უფრო მრავალფეროვანია, მაგრამ ჩემი არჩევანია წიგნი“.

ნინო რამიშვილი. 12 წლის

New მედია კლუბის წევრი


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.