მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
დიახ, მე მიყვარს ყველა ძაღლი
ალბათ ხშირად გსმენიათ თქვენს უბნებში, ეს ძაღლი ავია, ეს ძაღლი აგრესიულია, ეს ძაღლი ადამიანებს გლეჯს... ოო, ღმერთო როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი შეწუხება ამ ძაღლებით? საერთოდ აქ როგორ გაჩნდა? ვინ “მოათრია”? იქნება ამ მერიამ მიხედოს? როდემდე ველოდოთ მერიას, რომ ამ საქმეს მოაგვარებს? არ დააყენეს საშველი ამ პრობლემის მოგვარებას და ა.შ.

დაფიქრებულხართ რატომ არიან ისინი თქვენთან? ძაღლი არ მოგეჩვევა თუ არ მოეფერები თუ არ აჭმევ ან წყალს არ დაალევინებ. ყველა თქვენგანმა უნდა აღიაროს, რომ ერთხელ მაინც დაგიყრიათ მათთვის სახლში მორჩენილი საჭმელი. აი, აქედან იწყება ძაღლის მოჩვევა, ნუ დააბრალებთ ნურავის, ის ძაღლი აგრესიული ისევ თქვენი მიზეზითაა, როდესაც უყვირით ან ხელს ურტყამთ ისინი ამას არ ივიწყებენ და თქვენი დანახვისას თუ დაკვირვებიხართ ყეფას იწყებენ. შეიძლება შენ არ გახსოვს რომელ ძაღლს “ეჩხუბე” მაგრამ იცით? ისინი გიმახსოვრებენ ხმით და სუნით, თქვენი აზრით ყველაფერს რატომ ყნოსავენ? ისინი სუნით არჩევენ კარგს და ცუდს, მათ არ უყვართ ალკოჰოლის სუნი და ხშირად უყეფენ ასეთ ადამიანებს, რის შემდეგადაც გინების და დარტყმის მეტს არაფერს ღებულობენ. შეიძლება არ ესმით წყევლა, გინება, მაგრამ გრძნობენ და ტკივათ, როდესაც ურტყამთ.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ძაღლებისთვის მდუღარე წყლის გადასხმა? როდემდე უნდა იფრიალონ ძაღლები მეთორმეტე სართულიდან? არ მესმის ხალხის, რომლებიც ამბობენ: „მიყვარს ძაღლები, მაგრამ უჯიშო არა“, სერიოზულად? სერიოზულად ხალხნო? რას ჰქვია უჯიშო არა? აუცილებელია კანე კორსო ან დობერმანი იყოს, რომ გიყვარდეს? სხვა ძაღლებს არ შივათ? არ ცივათ? რადგან უჯიშოა შიმშილით უნდა კვდებოდეს? იცით, ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება სტატიები და პოსტები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაუგლიჯა ქალს შვილი ძაღლმა, არ დაკვირვებიხართ, როდესაც თქვენ შვილებს ეზოში უშვებთ ისინი საზიზღრად ეპყრობიან ძაღლებს? თქვენ ვერ ხედავთ, მაგრამ მე ვხედავ, რადგან ჯერ კიდევ ბავშვად ვითვლები და ვხედავ მდგომარეობას ქუჩებში, რამდენ ბავშვს უნდა ვეჩხუბო, რომ ძაღლებს ქვებს ნუ ესვრიან? მაგრამ არა, ისევ გრძელდება ეს საზიზღრობა, ბოლოს კი დასისხლიანებული და ატირებული თქვენი შვილი მიგყავთ აცრაზე, იქნებ დაუკვირდეთ, რომ სახლში შეიძლება მომავალი მოძალადე გეზრდებათ? იქნებ არ ღირს ხუთი წლის ბავშვმა სოციალური ქსელები მოიხმარონ? იქნებ არ ღირს ბავშვებმა ამდენ საზიზღრობას უყურონ და შემდეგ ეს ყველაფერი განახორციელონ?



შეიძლება არ მესმის, დედის ტკივილი, ატირებული შვილის დანახვისას, შეიძლებ ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ვეტერინარობა მინდა, შესაძლოა ოდესმე შვილი თუ მეყოლება მეც თქვენსავით ვთქვა: ეს საძაგელი ძაღლი, ახლავე წავალ და ამათ აქედან მოვასპობინებ!

ბევრი თქვენთაგანი დიდ სიბოროტეს მალავთ ვითომ სიკეთის ქვეშ, სიკეთე არის როდესაც ძაღლს აჭმევთ, მაგრამ ყველაზე დიდი სიბოროტე იცით რა არის? რასაც აჭმევთ, ტორტს, ქათმის ძვლებს და ა.შ. სიმართლე კი ის არის, რომ ძაღლებთან დაკავშირებით ერთი რამ იცით, რომ მათ არ ეჭმევათ ტკბილი და ქათმის ძვლები, ნუ ცდილობთ ძაღლების მოკვლას, რა გაძლევთ იმის უფლებას, აიღოთ თოფი და ძაღლს ესროლოთ? რა განიჭებთ ბედნიერებას, როდესაც მათ დანას ურტყამთ? როგორ ამაყობთ შემდეგ ამ ყველაფრით? როგორ შეგიძლიათ უყუროთ მომაკვდავს და არაფერი მოიმოქმედოთ? როგორ შეგიძლიათ ატკინო და ისე მიაგდო თითქოს არაფერი დაგიშავებიათ? როგორ შეგიძლიათ ამ ყველაფრის შემდეგ თავი უდანაშაულოდ ჩათვალოთ? ამ ყველაფრის შემდეგ თავში ერთი კითხვა მიტრიალებს: როგორ?
შენ არ ხარ ძლიერი, როდესაც მათ კლავ! ნუ ამაყობთ ამით!

როგორც თქვენ გტკივათ ატირებული შვილი, ისე სტკივათ ძაღლებს ლეკვებს რომ პარავთ, რადგან თქვენი ეგრეთწოდებული “ჯიშიანი” ძაღლისთვის ფული გენანებათ, დაკვირვებიხართ რანაირად არჩევთ ლეკვებს, რომ აუცილებლად მამალი იყოს?

ამ ყველაფერს ისე ვყვები, გეგონება მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს ძაღლების ფსიქოლოგიაში. შეიძლება ბევრმა ცუდი რაღაც მითხრას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ავიტან, რადგან მე ვარ ანასტასია ფერაძე, 15 წლის და დიახ მე მიყვარს ყველა ძაღლი, რადგან ასეთია ჩემი ვეტერინარიისკენ მიმავალი გზა!



ავტორი: ანასტასია ფერაძე, 15 წლის

NEW მედია კლუბის წევრი




Print E-mail
FaceBook Twitter
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.