მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჩემი 13 წელი
დღეს 14 წლის გავხდი... ყოველ ჩემს დაბადების დღეზე ვფიქრობ თუ რითი იყო სასარგებლო ეს წელი, რა მოიტანა ჩემს ცხოვრებაში.

უკვე დიდი ვარ, ცხოვრება წინ არის, მაგრამ ნებისმიერი ადამიანისთვის სიცოცხლე ნებისმიერ წამს შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის მეტი ვისწავლო და მეტი შევიცნო, მეტი სიკეთე გავაკეთო, მეტი დრო გავატარო ძვირფას ადამიანებთან და მათთან ერთად დავტკბე ცხოვრებით. ვფიქრობ წარსულის შეცდომებზე და მათ გამოსწორებაზე, ვფიქრობ ადამიანებზე, მშობლებზე, ნაცნობებზე და ახლობლებზე.

ყოველთვის ვცდილობ, რომ დაბადების დღეზე ყველასთვის კარგი სურვილი ჩავიფიქრო და ისე ჩავაქრო სანთელი რომ მჯეროდეს ამის. ეს იმედია ჩემი აზრით, რაც გკარნახობს რომ ეს ყველაფერი იქნება, შენ შეძლებ ყველაფერს.

ბავშვობიდანვე ძალიან ცელქი ვიყავი. ბევრი შარიც მქონია, ამბობენ ზოგი ჭირი მარგებელიაო, რის გამოც მივყვები ცხოვრების რუტინას. მიყვარს ყველაფერი მაგრამ არა ყველა. ჩემი ჰობია წიგნის კითხვა, გართობა და თამაში. უამრავი რამ მიყვარს, მიყვარს სწავლა.

მიხარია როდესაც სიკეთეს ვაკეთებ. მინდა რომ ცხოვრებაში წარმატებული ვიყო და ყველას ყოველთვის ვახსოვდე. მაქვს ცხოვრების მიზანი რასაც ეტაპობრივად მივყვები, მაგრამ მომავალი რას გვიმზადებს არავინ იცის. ცხოვრებაც ხომ სურპრიზებით არის სავსე. მთავარია გჯეროდეს საკუთარი თავის და იცოდე თუ რატომ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს.

ჩემი განვლილი 13 წლით კმაყოფილი ვარ, რომ არა მძიმე ტრაგედია... მინდა გამოვიდე ექიმი რომ ვუმკურნალო მძიმედ დაავადებულ ადამიანებს. ჩემი ბიძაც ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, დაავადების, რომლითაც იგი გარდაიცვალა.
ეს ჩემი პირველი დაბადების დღეა მის გარეშე რაც გულს ძალიან მტკენს. არ მინდა ჩემს დღეში აღმოჩნდნენ სხვები, რის გამოც ალბათ გამოვალ ექიმი, რომ ვუმკურნალო სხვებს…

ჩემი მეცამეტე წელი კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დასრულდა, მძიმე ტრაგედიით. 13-ს ცუდ რიცხვად მიიჩნევენ, მაგრამ ასე ნუ ჩათვლით. ყოველი დღე კარგია და გამოიყენეთ ის შესაბამისად. ცხოვრებაში მხოლოდ ეთხელ ხარ იმდენი წლის, რამდენისაც ხარ შენ ჩემო მკითხველო.

დარწმუნებული ვარ, როდესაც მიზანს მივაღწევ, წლების შემდეგ ამას წავიკითხავ, ცრემლი წამომივა და მადლობას ვეტყვი ჩემს თავს, მადლობა შენ! შენ მოწმე ხარ ჩემი სიტყვების!


მარიამ ტაბატაძე. 14 წლის

New მედია კლუბის წევრი






Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.