მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
გვახსოვდეს 9 მაისი
9 მაისი არის დღე, რომელიც პატივითა და მოკრძალებით აღინიშნება 1945 წლიდან. ეს გამარჯვების დღეა, მაგრამ, თან სამწუხარო და გულისატკენი . ეს ის დღეა, როდესაც ქართველები ყვავილებით შეამკობენ, პატივს მიაგებენ უცნობი ჯარისკაცების საფლავებს და ფიქრებენ რამდენი ძვირფასი მამულიშვილი დაუკარგავს საქართველოს. სად და რისთვის იბრძოლეს მათ, რა ფასად დაუჯდა საქართველოს 1945 წლის 9 მაისი და რატომ არის ეს დღე დღესასწაული ამ ომის მომსწრეებისთვის?

საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან ბრძოლაში 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. უკან დაბრუნებული  ადამიანების ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩა. ეპოქაში, რომელმაც, სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა.

ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმის დამარცხებაში. ჩვენს ხალხს საკმაოდ ძვირად დაუჯდა სამამულო ომში გამარჯვება და მშვიდობის დამკვიდრება. ასი ათასობით მამულიშვილმა თავდადებულად იბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ. მარადიული ხსოვნა და პატივისცემა ომში დაღუპულ გმირებს! ისინი ამას იმსახურებენ!

გულისტკივილით ვუყურებ ხოლმე ფილმ „ქერჩს“ და წარმოვიდგენ რა მძიმე იყო ის დრო, როგორი მწარე და სევდიანი, მწუხარებით, გლოვით და შიშით სავსე. მათ ჩვენი დღევანდელი დღისთვის გასწირეს თავი. ჩვენ ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ, დავიცვათ საქართველო და ქართველობა, რადგან მათ ტყუილად არ გაუწირიათ თავი! მარადიული ხსოვნა ომში დაღუპულ გმირებს!


მარიამ ტაბატაძე. 13 წლის

New მედია კლუბის წევრი






Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.